Private company

Helios Energy Georgia

Logo: Helios Energy Georgia, Public domain, via Wikimedia Commons3

Helios Energy Georgia is a Georgian company.1

ჰელიოს ენერჯი ჯორჯია — განახლებადი ენერგიების სექტორში მომუშავე ქართული კომპანია, რომელიც დაფუძნდა 2017 წელს თორნიკე დარჯანიას მიერ. კომპანია ამონტაჟებს ქსელზე დაერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდულ მზის ელექტროსადგურებს; მათ შორის, ჰელიოს ენერჯის მიერ არის განთავსებული საქართველოში დღეისათვის ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური თბილისში (120 კვტ/პიკი). 2016 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ნეტო აღრიცხვის სისტემების შესახებ მიღებული რეგულაციების შემდეგ ჰელიოს ენერჯი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩაერთო და საკუთარ გამომუშავებულ ენერგიას სახელმწიფოს ელექტროსისტემას აწვდის. კომპანია აგრეთვე ავითარებს და ამონტაჟებს დამოუკიდებელი და უწყვეტი კვების წყაროების სისტემებს. კომპანია საქმიანობს საქართველოსა და გერმანიაში პარტნიორ კომპანია IMS Erneuerbare Energien GmbH-სთან ერთად. ჰელიოს ენერჯი აგრეთვე პარტნიორ კომპანია E-Space-თან თანამშრომლობით მონაწილეობას იღებს საქართველოში ელ-მობილების დასამუხტი სადგურების ქსელის განვითარებაში.2 From the ka Wikipedia, CC BY-SA 4.0

Last updated Oct 21, 2026.

Overview

Sources

The numbers on this page point here. Each one links to the record it came from.

  1. 1
  2. 2
  3. 3