Private company
Studio of popular scientific and documentary films
Studio of popular scientific and documentary films is a film studio.1
საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია — დამოუკიდებელ საწარმოო-შემოქმედებით ორგანიზაციად ჩამოყალიბდა თბილისში 1958 წლის ივლისში 1928 —1958 წლებში ქართული ქრონიკალურ-დოკუმენტურ და სამეცნიერო-პოპულარული ფილმებს იღებდნენ ჯერ „სახკინმრეწვთან“, ხოლო შემდეგ — კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებულ კინოქრონიკის სექტორის ბაზაზე). კინოსტუდია ყოველწლიურად უშვებდა 80-100 დასახელების ფილმსა და კინოჟურბალს, რომელთაგან 7 სამეცნიერო-პოპულარულია (მზადდებოდა საკავშირო ეკრანისათვის რუსულ ენაზე); 25 — დოკუმენტური (1 — სრულმეტრაჟიანი, დანარჩენი — მოკლემეტრაჟიანი); 12 — კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“ და 4 — ყოველკვარტალური თემატური კინოჟურნალი „ადამიანი და კანონი“. გარდა ამ გეგმური კინოფილმებისა, კინოსტუდია იღებდა სხვადასხვა უწყების (ძირითადად საკავშირო ტელევიზიისა და სახკინოს) მიერ დაკვეთილ სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ყოველწლიურად ამზადებდა კინომატიანის მასალას 4000 მ ოდენობით.2 From the ka Wikipedia, CC BY-SA 4.0
Last updated Oct 21, 2026.
Sources
The numbers on this page point here. Each one links to the record it came from.
- 1
- 2